ბავშვობა, წიგნები…ნაწილი III

ბავშვობაში, ალბათ ხშირად გვიმოგზაურია პარიზის ქუჩებში ალექსანდრე დიუმას ცნობილ გმირებთან: ათოსთან, პორთოსთან, არამისთან და დარტანიანთან ერთად. ყოფილა შემთხვევა, ამ პერსონაჟების თავგადასავლით იმდენად დავინტერესებულვარ, “შატალოზე” წავლასაც არ მოვრიდებივარ სკოლიდან. ერთი სული მქონდა, ოღონდაც ეს წიგნი ამეღო ხელში და დროებით მოვწყვეტილიყავი სამყაროს. დღესაც კი, ვკითხულობ ამ წიგნს და სტრიქონებს შორის მეღიმება, თიქთქოს ახალს ვკითხულობ რამეს და ჯერ არ ვიცი როგორ დასრულდება. რა თქმა უნდა საუბარი მაქვს დიუამს უკვდავ რომანებზე: “სამი მუშკეტერი”, “ოცი წლის შემდეგ” და “ათი წლის შემდეგ”.

“სამი მუშკეტერი”

როდესაც მეკითხებიან, რომელი არის შენი საყვარელი წიგნი, მეც პირდაპირ ვღებულობ ამ შეკითხვას და ვპასუხობ: “სამ მუშკეტერი”. პასუხის შემდეგ, უმეტესად ვხედავ ირონიულ სახეს, რომელიც მეუბნება: “პინოქიოს” ახალი გამოშვება მაქვს სახლში და გათხოვებო. ალბათ ამ წიგნის პერსონაჟები წარმოუდგენიათ ადამიანები, რომლებმაც რამდენჯერმე გმირული საქციელით გადაარჩინეს სამშობლო და ამით ყველა ქალის გული დაიპყრეს. კაცს მეტი რა დააინტერესებს, ყველა კაცი ხომ ერთნაირიაო!?

თუმცა, ალბათ ასეთი ადამიანებისგან, ვინმემ მაინც თუ წაიკითხა იძულებით, მაინც “ტეხავს”, რომ არ მაქვს წაკითხულიო, მასზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებდა. ამ წიგნში აღმოაჩენდნენ არა ცხოველური ინსტიქტის დონეზე დაყვანილ პერსონაჟებს, არამედ ძლიერ, თავდადებულ, პატიოსან, ძუნწ და ხარბ პიროვნებებს. ალექსანდრე დიუმას ადამიანის თვისებების აღწერის საოცარი ნიჭი აქვს. მან დაამეგობრა: ძუნწი და ცოტა ხარბი დარტანიანი, ეშმაკი და მელა არამისი, სულელი და ზორბა პორთოსი და კეთილშობილი, პატიოსანი ათოსი. ამდენი ნაკლის მიუხედავად, მათ საერთოც ბევრი გააჩნიათ და რაც მთავარია: მეგობრობა, სიყვარული და თავდადება, არა მარტო ერთმანეთისადმი, არამედ სამშობლოსადმი. “ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის” – ეს ფრაზა წიგნში არ გამოიყენება, თუმცა ფილმში კარგად მიუსადაგა რეჟისორმა.

ალექსანდრე დიუმა 

წიგნი ასევე ისტორიულ ფაქტებსაც ასახავს. რა თქმა უნდა დიუმამ ბევრი მოვლენა გააზვიადა, ზოგიერთი თავად მოიფიქრა და ზოგიერთიც მხატვრულად აღწერა, მაგრამ კარგად დაგვანახა იმ დროინდელი საფრანგეთი და სამეფო კარის ნიუანსებში ჩაგვახედა. “სამ მუშკეტერში” კარგად ჩანს კარდინალი რიშელიე, რომელიც დღევანდელი საზომებითაც კი, მსოფლიო დონის პოლიტიკოსი გახლავთ. ბევრი ისტორიული ნახატი, თუ წყარო გვაჩვენებს მას, როგორც ერთ სავარძელში მჯდომ ადამიანს, რომელიც კაბინეტიდან მართავდა ევროპას, თუმცა ძალიან სწორად დახატა მისი სურათი მწერალმა და გვაჩვენა ის ენერგიული, ჭკვიანი და ძლიერი პიროვნება, რომელიც შიშის ზარს ცემდა იმ დროინდელ ევროპას.

“ოცი წლის შემდეგ”

შესანიშნავი რომანის, გენიალური გაგრძელება. ნებისმიერ სფეროში, შექმნაზე ძნელი, ალბათ შენარჩუნებაა. ბევრი კრიტიკის და ბრზილიური საპნის ოპერებთან შედარების მიუხედავად, ჩემს თაროზე მაინც იკავებს ადგილს. ამ რომანში, ისევე როგორც პირველ ნაწილში, კარგად ჩანს ბედის წაღმა-უკუღმა ტრიალი, მეგობრებისგან დავიწყებული და ლოთობისთვის განწირული ადმაიანის შემოტრიალება, მეფისგან მივიწყებული ადამიანების უანგაროდ დაბრუნება და სხვადასხვა მიზნებისკენ სწრაფვა. ამ წიგნში ოთხეული ერთმანეთს განუდგება, ერთმანეთის წინააღმდეგ ხმალსაც იშიშვლებენ და ბარიკადების საწინააღმდეგო მხარესაც დადგება, თუმცა ბოლოს, ყველა გარეშე გრძნობაზე მეგობრობა იმარჯვებს. ამ წიგნში ჩანს განსვენებული ლომი რიშელის გზის გამგძელებელი, მელა მაზარინი, ინგლისის სიკვდილით დასჯილი მეფე: ჩარლზ სტიუარტი და ოლივერ კრომველი. მეგობრები ახალი ფათერაკების ძიებაში ახლა ინგლისს გადაწვდებიან, მეფეს მიემხრობიან და თავგანწირულად დაიცავენ მის ინტერესებს.

“ოცი წლის შემდეგ” არ გავს იმ წიგნების თუ მხატვრული ფილმების ნაკრებს, სადაც მხოლოდ სიკეთე იმარჯვებს, ან პერსონაჟები მხოლოდ კარგი ადამიანების მხარეს იბრძვიან. აქ ჩანს ბედის დაცინვა, თავჩაუხრელი და თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად მარცხი და წარსულთან შეხვედრა. წიგნი გამოირჩევა მოვლენების საოცრად აღწერით და მკითხველი წიგნში მომხდარი მოვლენების მონაწილედ აღიქვამს თავს და არა, როგორც შორიდან მაყურებელი.

“ათი წლის შემდეგ, ანუ ვიკონტ დე ბრაჟელონი”

უკვე მოხუცებული მუშკეტერები, როგორც “ოცი წლის შემდეგ” სხვადასხვა ცხოვრებას ეწევიან. თუმცა ყოველივეს საზრუნავი, ახლა ათოსის შვილობილი რაულია. დარტანიანი ახლა მუშკეტერების კაპიტანია და ძირითადად მოქმედება ახალგაზრდა ვიკონტის გარშემო ხდება. ამ ტრილოგიის მესამე წიგნი მეტად სევდის მომგვრელია. აქ მკითხველი მოწმე ხდება ჭაბუკი აზნაურის უმწიკვლო, უანგარო სიყვარულის, რომელსაც ტრაგიკული დასასრული აქვს. ამ ნაწილში კიდევ ერთი, ყველასთვის საყვარელი მუშკეტერი იღუპება, რაც უფრო მეტად ამზეფრებს ამ წიგნის ტრაგიზმს. სამივე ნაწილის წაკითხვის შემდეგ მკითხველისთვის თითქმის შეუძლებელი იქნება ცრემლების შეკავება და ამ წიგნებისთვის მეორედ არ დაბრუნების სურვილი.

გიორგი ხარშილაძე

Advertisements

კომენტარის დამატება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s