“FORTES FORTUNA EDIUVAT”


“FORTES FORTUNA EDIUVAT”-“ბედი მამაცებს წყალობს”, სწორედ ეს სიტყვები ავირჩიე იმ თემის სათაურად რასაც თქვენ ახლა ეცნობით. რატომ? იმის გამო, რომ მინდა ეს სტატია მსოფლიო ისტორიის დიად გმირებს მივუძღვნა, მათ ვინც უდიდესი სიმამაცის გამოჩენით შეძლეს გამხდარიყვნენ ხალხისთვის სამაგალითო პიროვნებები და ისტორიის უძველეს ფურცლებზე მუქი და ღრმა კვალი დაეტოვებინათ. . . ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. . .თავზეხელაღებული და უშიშარი ავაზაკები და ბოროტმოქმედები არ არიან გმირები, რადგან ისინი ბოროტი საქმისთვის იღწვიან და არა ადამიანური ფასეულობებისთვის. არსებობს რაღაც რისთვის ბრძოლა და თავის გაწირვა ნამდვილად ღირს, თუმცა ისტორია აღსავსეა ათასგვარი სისაძაგლით, ღალატით, უბედურებით და მკვლელობებით, რომელსაც იშვიათად გაანათებს სიკეთის, სითბოსა და სიყვარულის ნათელი, ნათელი, რომელსაც ღირსეული, პატიოსანი და მამაცი ადამიანები ქმნიან. პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული რათქმაუნდა დასაფასებელია, მაგრამ ზოგჯერ ეს შეიძლება ბევრი უბედურების მიზეზადაც კი იქცეს, რადგან ზედმეტი პატრიოტიზმი უკვე ფანატიზმში გადადის, ფანატიკოსი ადამიანი კი ყველაზე საშინელი ურჩხულია, რომელსაც შეუძლია უამრავი ბოროტების ჩადენა ბრმად, მხოლოდ რაღაც ყოვლად უაზრო პრინციპის გამო, შეიძლება მან სიმამაცე გამოიჩინოს, მაგრამ ეს არ იქნება ის, რისთვისაც ღირს ბრძოლა, არა, რადგან თავის გაწირვა და ლამაზი სიკვდილი, მხოლოდ მაშინ დაფასდება, როდესაც ყველაფერი დიდი სიკეთისთვის და ბედნიერებისთვის კეთდება. არსებობს რელიგიური ფანატიზმიც, რომელიც ყველაზე მეტად უშლის ხელს ქვეყანაში აზრისა და რწმენის თავისუფლებას. ფანატიზმი უდიდეს ბოროტებას წარმოშობს. ამის მაგალითები უამრავია, თუნდაც ჯვაროსნული ლაშქრობები, რამდენი ადამიანი შეეწირა ამ რელიგიური ფანატიზმით შეშლილი მეომრების დაპირისპირებას. ქრისტიანებმა შექმნეს ისლამური ფანატიზმიც და ამ დანაშაულს ახლაც იმკის მთელი მსოფლიო, როდესაც ყოველდღიურად ხდება ტერორისტული აქტები, მკვლელობები და თავდასხმები, რომელსაც ტერორისტული ორგანიზაციები აწყობენ, ისინი სწორედ ჯვაროსნული ომებისას წარმოშობილი ისლამური ფანატიზმის შვილები არიან, მათი შთამომავლები და მიმდევრები.

ის უდიდესი სიმამაცე, რომელიც მათ გააჩნიათ არ არის დასაფასებელი, რადგან მათ უბედურება მოქვთ მილიონობით ადამიანისთვის და არა სიხარული. ახლა კი მინდა თემას მივუბრუნდე და ვისაუბრო ერთ დიად ადამიანზე, რომელმაც გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და შეცვალა იმდროინდელი მსოფლიოს ისტორია. ეს იყო გაიუს იულიუს კეისარი, ბიბრაქტის, ალეზიის, გერგოვიის, ფარსალოსისა და ალექსანდრიის გმირი, თუმცა მისი ყველაზე დიდი გმირობა არა ბრძოლის ველზე, არამედ ერთ პატარა მდინარესთან მოხდა, მდინარესთან, რომლის სახელი ყველამ იცის და გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმასთან ასოცირდება, ესაა რუბიკონი. . .ძვ.წ 49 წელს სწორედ აქ მივიდა იულიუს კეისარი თავის უერთგულეს მეომრებთან ერთად, აქ მივიდა და დაბანაკდა, რადგან თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა მიეღო, გადაწყვეტილება, რომელიც ისტორიას მთლიანად შეცვლიდა და წარმატების შემთხვევაში მას კეისარი თვითონ დაწერდა, მაგრამ გაბედავდა კი ამის გაკეთებას? წავიდოდა მთელი რომის იმპერიის წინააღმდეგ? ოთხასწლოვანი რესპუბლიკის წინააღმდეგ! სენატისა და ხალხის წინააღმდეგ! წარმოუდგენელი სიმამაცე სჭირდებოდა ამ ნაბიჯის გადადგმას, რადგან უკან დასახევი გზა არ არსებობდა, ან გამარჯვება ან განადგურება და სიკვდილი. . .რთული არჩევანია, თუმცა რას ფიქრობდა კეისარი, როდესაც რუბიკონთან იდგა და მდინარის კამკამა წყალში ფეხის შედგმას ჯერ ვერ ბედავდა. მის გონებაში გაირბენდა გალიის, გერმანიის და ბრიტანეთის ლეგენდარული ლაშქრობები, მოხერხებული კასიველანუსის, მძლავრი არვიოუსტუსის და მრისხანე ვერცინგეტორიქსის დამარცხება. . .კეისრის უკან მისი ერთგული ლეგიონერები იდგნენ, ახლა მათ გახედა დიდმა სარდალმა და რა ამოიკითხა მათ სახეებზე? რა და სწორედ ის მხარდაჭერა და სიყვარული, რაც ამ გამობრძმედილ ვეტერანებს მის მიმართ გააჩნდათ. ისინი მზად იყვნენ ჯოჯოხეთშიც კი წასულიყვნენ თავიანთი გმირი მხედართმთავრის კვალზე. კეისარმა იცოდა, რომ რომაელი ერი ახალ ომში უნდა გაეხვია, სამოქალაქო ომი უნდა დაეწყო, დამარცხდებოდა? ეს მისთვის არამარტო სიკვდილის, არამედ მოპოვებული დიდების და სახელის დაკარგვის ტოლფასი იყო, მოწინააღმდეგე მას კოციტოსის ცივ წყლებში საბანაოდ გაისტუმრებდა. . .მაგრამ აი თუ გაიმარჯვებდა. . . და საბოლოოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მისმა უნივერსალურმა გონებამ და გენიამ, რომლის დარიც ასობით წელიწადში ერთხელ შეიძლება აღმოჩნდეს გადაამუშავეს ყველა ის ფაქტი, რომელიც მის გადაწყვეტილების სისწორეს დაამტკიცებდა. . .თუმცა გულში რა გრძნობები ტრიალებდა? ახლა გული აფერხებდა მას, გული, რომელშიც დიდ პატივმოყვარეობასთან ერთად, იყო ადგილი მისთვის ძვირფასი გრძნობებისთვისაც. კეისარი ფიქრობდა უკვე გარდაცვლილ დედაზე, ადამიანზე ვინც ის დიდებულ პიროვნებად და განათლებულ ადამიანად აღზარდა, დედაზე მეტად მას არავინ ყვარებია, დედის ხელში გაზრდილს მის მიმართ უჩვეულო სიყვარული და პატივისცემა ამოძრავებდა და როდესაც ეს ქალი გარდაიცვალა კეისრის გულში რაღაც შეიცვალა. . .მის ცხოვრებაში ბევრი ქალი იყო, 3 ცოლი გამოიცვალა და უამრავი საყვარელიც ყავდა, თუმცა ამ დიდი ადამიანის გულში ყველაზე დიდი ადგილი დედის სიყვარულს ეჭირა. . . ბევრი იფიქრა ამ გენიალურმა ადამიანმა, იფიქრა და საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უდიდესი სიმამაცის და გადაწყვეტილების სიზუსტის სიმბოლოდ და ცხოვრებისეულ ანდაზად იქცა. . . ის მიუახლოვდა მდინარეს, ფეხი შედგა რუბიკონის თავთხელ წყალში და თავისი მეომრების თვალწინ ხმამაღლა შესძახა ბერძნულ ენაზე: ანფერითო კიბოს! და მაშინვე ლათინურად დაამატა “ALEA IAKTA EST”! წილი ნაყარია! და მან მდინარე გადალახა, კეისრის დიდების ახალი კერა უკვე რომში ინთებოდა. . .

იმედია მოგეწონათ და მინდა ხშირად შემოგთავაზოთ ჩემი სტატიები ადამიანისთვის წმინდა და ღირსეულ გრძნობებზე და მოვიყვანო მსგავსი მაგალითები მსოფლიო ისტორიიდან, პატივისცემით, ნიკა ხოფერია
P.S

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება რუბიკონის დღე, ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, რომ ყველაფერი ისევე ზუსტად გადაწყვიტოთ როგორც კეისარმა ძვ.წ 49 წლის 10 იანვარს. . .

ნიკა ხოფერია

Advertisements

კომენტარის დამატება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s